გერმანიის კანცლერი: "უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება იქნება უსამართლო ქმედება დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ"
19/05/2022 10:51:46 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის შემოჭრის მიუხედავად, უკრაინის მცდელობა ევროკავშირში გაწევრიანებისა არ შეიძლება, დაჩქარდეს.
"არ არსებობს მოკლე გზა ევროკავშირისკენ", – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება იქნება უსამართლო ქმედება დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის - ჩერნოგორიის, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და კოსოვოსთან მიმართებაში, რომლებსაც ასევე სურთ ევროკავშირში გაწევრიანება.
უკრაინამ ევროკავშირს მისი დაჩქარებული წესით მიღება სთხოვა. რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა.
1 მარტს ევროპის პარლამენტის კენჭისყრაზე უკრაინისთვის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ. უკრაინის შემდეგ ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით მიმართეს საქართველომ და მოლდოვამ.


