Accentnews.ge
იტალიის პრემიერ–მინისტრი: "მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება ეკონომიკური სანქციების საშუალებით"

იტალიის პრემიერ–მინისტრი: "მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება ეკონომიკური სანქციების საშუალებით"

19/05/2022 10:47:22 მსოფლიო

იტალიის პრემიერ–მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აუცილებელია შენარჩუნდეს.

"მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება ეკონომიკური სანქციების საშუალებით, რათა მივიყვანოთ მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა იტალიის პრემიერ–მინისტრმა.

მან კიდე ერთხელ მოუწოდა რუსეთს სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლი უკრაინაში, და "დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S