
თბილისის საბავშვო ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება
19/05/2022 08:46:24 საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება.
პირველ ეტაპზე 3-დან 10 ივნისის ჩათვლით პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები შეძლებენ დარეგისტრირებას, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია დაიწყება 10 ივნისს 10:00 საათზე და ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. აპლიკანტები ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად შეძლებენ.
განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილების მიხედვით, რომელიც სასკოლო ასაკის ზღვრის 15 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრამდე გადაწევას გულისხმობს, აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის აუცილებელია ბავშვი პირველ ოქტომბრამდე იყოს ორი წლის. თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტაციის უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს.
ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, რეგისტრაცია წარიმართება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ–გვერდზე.