Accentnews.ge
ომის 85–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 85–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

19/05/2022 07:15:27 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში რუსული არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 28 000–ს გადააჭარბა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 19 მაისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 28 500 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1254 (+3),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3063 (+20),
  • საარტილერიო სისტემები - 595 (+9),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 199,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93 (+2),
  • თვითმფრინავი - 203 (+1),
  • ვერტმფრენები - 167,
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები– 2157 (+20),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 455 (+14),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 42,
  • საკრუიზო რაკეტა 103 (+1).

პენტაგონის ცნობით, რუსეთმა შეამცირა აქტივობა, რაც აშშ–ის ხედვით, კრემლის ამბიციის შემცირებას ადასტურებს.

როგორც Washington Post აშშ–ის თავდაცვის მდივანზე დაყრდნობით წერს, რუსული ჯარები მოქმედებენ მცირე ჯგუფებით არსებითად "მცირე" ამოცანებით - რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის ნაცვლად, მოქმედებები ხორციელდება რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურის მიერ.

ამასთან, თუ მანამდე საქმე დიდ ქალაქებსა და ტერიტორიის დიდ ნაწილს ეხებოდა, ახლა ძალისხმევა მიმართულია გარკვეული სოფლების ან გზაჯვარედინებისკენ.

მანამდე ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ დონბასში რუსეთის შეტევამ იმპულსი დაკარგა და ერთი თვის განმავლობაში ვერ აღიდგენს ძალებს, იზრდება რა სისტემური პრობლემები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S