Accentnews.ge
"ყველა დასახლებამ, რომელიც დროებით ოკუპირებულია, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება"

"ყველა დასახლებამ, რომელიც დროებით ოკუპირებულია, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება"

19/05/2022 06:18:46 მსოფლიო

ხერსონმა, მელიტოპოლმა, ბერდიანსკიმ, ენერგოდარმა, მარიუპოლმა და ყველა ჩვენმა ქალაქმა და დასახლებამ, რომლებიც დროებითი ოკუპაციის ქვეშ არიან, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო არავის ტოვებს და სამართლიანად იბრუნებს იმას, რაც ეკუთვნის:

"დღეს ვისაუბრე ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით. გვახსოვს ყირიმი და არასდროს დაგვავიწყდება არც 1944 წლის გენოციდი, რომელიც ყირიმელ თათრებს საბჭოთა ხელისუფლებამ მოუწყო, არც 2014 წელი - ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაფერ თავისუფალის განადგურების მეორე ტალღა".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S