აშშ-ის სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაამტკიცა
19/05/2022 06:10:32 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაამტკიცა.
მანამდე იგი სლოვაკეთში შეერტებული შტატების ელჩად მსახურობდა.
ცნობისთვის: ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა „ფორინ პოლისი“ 2018 წელს წერდა, რომ "საქართველოს მთავრობამ დაბლოკა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა".
ინფორმაციას საქართველოს მთავრობაში „არასერიოზული“ უწოდეს.


