"მოუთმენლად ველი ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა ფინეთი და შვედეთი სწრაფად შეუერთდნენ ალიანსს"
18/05/2022 17:14:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთის და შვედეთის ძალისხმევას ნატოში გაწევრიანების თაობაზე მხარდაჭერა უცხადებს.
"გულთადად მივესალმები და მტკიცედ ვუჭერ მხარს ფინეთის და შვედეთის ისტორიული მნიშვნელობის განაცხადებს ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე და მოუთმენლად ველი აშშ-ის კონგრესსა და ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა ფინეთი და შვედეთი სწრაფად შემოვიდნენ ისტორიაში ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსში", - აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის: დღეს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
აღსანიშნავია, რომ NATO–ს გაფართოებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას. მიზეზად ანკარა ხსენებული ქვეყნების მიერ "ტერორისტების მხარდაჭერას" ასახელებს.


