Accentnews.ge
ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს 1 მოქალაქე ემსხვერპლა, 5 ჰოსპიტალიზებულია

ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს 1 მოქალაქე ემსხვერპლა, 5 ჰოსპიტალიზებულია

18/05/2022 17:07:16 საზოგადოება

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ამობრუნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევას საქართველოს 1 მოქალაქე ემსხვერპლა, 5 ჰოსპიტალიზებულია.

"გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან. დღესვე დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის ვიზიტი ქალაქ ტრაპიზონში, სადაც იგი გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, მოინახულებს დაშავებულ მოქალაქეებს”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, გარდაცვლილი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S