Accentnews.ge
თბილისსა და ბათუმში მედიის სოლიდარობის მარში  იმართება

თბილისსა და ბათუმში მედიის სოლიდარობის მარში იმართება

18/05/2022 15:54:00 საზოგადოება

თბილისსა და ბათუმში მედიის სოლიდარობის მარში იმართება.

თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის ორგანოზატორები არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მედიამენეჯერები.

როგორც აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, "ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება ნიკა გვარამიას გამარჯვებით".

ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების გარდა აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც აქციის მონაწოლეები აცხადებენ, მსვლელობის შემდეგ ისინი "მთავარი არხის" ოფისში გადასვლას გეგმავენ.

მედიის სოლიდარობის მარში იმართება ბათუმშიც. აქციაში მონაწილე ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა საპროტესტო მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირით მოაწყვეს და აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. აქციის მონაწილეების შეფასებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური დევნაა.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S