Accentnews.ge
ქვემო ქართლის ტელეკომპანია TV4 "ალტ-ინფოს" საეთერო დროს უთმობს

ქვემო ქართლის ტელეკომპანია TV4 "ალტ-ინფოს" საეთერო დროს უთმობს

18/05/2022 15:05:53 საზოგადოება

ქვემო ქართლის ტელეკომპანია TV4, რომელიც ყოველწლიურად ათობით ათას ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პრორუსულ "ალტ-ინფოს" საეთერო დროს უთმობს.

ტელეარხის დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი ამბობს, რომ "ალტ-ინფოს" საეთერო დრო ფინანსური პრობლემების გამო მიჰყიდეს. მისივე თქმით, არხის სარედაქციო პოლიტიკა "ალტ-ინფოს" იდეებს არ იზიარებს და "როგორც სარეკლამო რგოლს უშვებ ეთერში, ისე გადის მათი გადაღებული გადაცემები".

"საეთერო დრო აქვთ შეძენილი, შესაბამისად, გადის ჩვეულებრივად ეთერში. სამწუხაროდ, გვიწევს ამის გაშვება იმიტომ, რომ ფინანსური პრობლემები აქვს ტელევიზიას, არ აქვს რეკლამა, არ აქვს გრანტები, შესაბამისად დახურვის პირას ვიყავით და მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა მგალობლიშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.

მისი თქმით, "ალტ-ინფოს" საინფორმაციო გამოშვება ერთთვიანი სატესტო რეჟიმის ფარგლებში ყოველდღიურად გადის, დაახლოებით 4-5 საათი დღეში, სამომავლოდ კი თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება.

"მარეგულირებელ კომისიას რომ ჰქონდეს რაიმე კონკრეტული შეხედულება ამ თემის მიმართ, ჩვენც, რა თქმა უნდა, გავიზიარებდით", - ამბობს მგალობლიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აპრილში კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ტელეკომპანია „ალტ ინფო“ დააჯარიმა.

როგორც ტელეკომპანიის ვებ–გვერდზეა აღნიშნული, ქვემო ქართლის ტელეკომპანია დაარსდა 1998 წელს. ტელეკომპანია ფლობს სამ სიხშირეს: რუსთავის, მარნეულის და ბოლნისის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S