Accentnews.ge
ევროკომისია უკრაინისთვის 9 მლრდ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისია უკრაინისთვის 9 მლრდ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

18/05/2022 13:16:01 მსოფლიო

ევროკომისია უკრაინისთვის 9 მლრდ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

„უკრაინა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და იცავს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით მათ მხარეს მთელი ამ ომის განმავლობაში და როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის აღდგენას დაიწყებენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S