რუსეთი ქვეყნიდან 58 ფრანგ და იტალიელ დიპლომატს აძევებს
18/05/2022 12:22:58 მსოფლიო
რუსეთმა საფრანგეთისა და იტალიის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები პერსონა "ნონ გრატად" გამოაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის საელჩოდან 34 თანამშრომელს აძევებენ, იტალიის საელჩოდან – 24-ს. მათ ორ კვირიანი ვადა აქვთ, რომ ქვეყანა დატოვონ.
ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთმაც და იტალიამაც ათობით რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.


