Accentnews.ge
რუსეთში იმედოვნებენ, რომ პრაღის ფორმატი „ამ თუ იმ ფორმით დარჩება“ - რას ფიქრობენ თბილისში

რუსეთში იმედოვნებენ, რომ პრაღის ფორმატი „ამ თუ იმ ფორმით დარჩება“ - რას ფიქრობენ თბილისში

25/09/2019 12:06:25 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გრიგორი კარასინის წასვლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება რუსეთთან ურთიერთობების ის ფორმატი, რომელშიც საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე მონაწილეობდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განუცხადა.

„ახლა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტის პროცესშია. იმედი მაქვს, რომ დიალოგის ეს არხი ამ თუ იმ ფორმით დარჩება“, - უთხრა რუდენკომ „რია ნოვოსტის“. სავარაუდოდ, სწორედ ის შეცვლის კარასინს პრაღის ფორმატში. 

„აქცენტი“ დაინტერესდა, რატომ დასვა რუსმა დიპლომატმა საკითხი ამგვარად, იგეგმება თუ არა თავად ფორმატის შეცვლა და კითხვით რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს მიმართა. 

როგორც აბაშიძე ამბობს, ფორმატში ცვლილებები არ შევა გარდა იმ გარემოებისა, რომ რუსული მხრიდან უნდა დაინიშნოს გრიგორი კარასინის შემცვლელი და შემდეგ პრაღის ფორმატში შეხვედრები განახლდება. 

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგაა გაწყვეტილი. ქვეყნებს შორის დიალოგი მიმდინარეობდა მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში. სექტემბერში გრიგორი კარასინი პენსიაზე გავიდა და ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S