ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა
18/05/2022 06:33:37 პოლიტიკა, ეკონომიკა
ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, - იუწყება "ბიზნესპრესნიუსი" „საქსტატის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში ქვეყანაში სულ 364 რუსული და ბელარუსული სუბიექტია დარეგისტრირებული, საიდანაც:
- 256 რუსული კომპანია არის.
- 108 ბელარუსული კომპანია არის.
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულია 6205 რუსული და ბელარუსული სუბიექტი, აქედან 5670 რუსული, 432 ბელარუსული კომპანიაა.
ამასთან, აქტიურია 1502 რუსულ-ბელარუსული სუბიექტი, საიდანაც 1408 რუსული, ხოლო 94 ბელარუსული კომპანიაა.
ცნობისთვის: დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსულთან ერთად ბელარუსული კომპანიებიც არიან.


