რუს ტანმოვარჯიშეს ფორმაზე "Z" სიმბოლოს ტარების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს
18/05/2022 06:28:27 მსოფლიო
რუსი ტანმოვარჯიშეს ივან კულიაკს, რომელმაც მედლების გადაცემის დროს ფორმაზე რუსეთის უკრაინაში ომის სიმბოლო "Z" ეწერა, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
შემთხვევა მარტში, ყატარში გაამრთულ ღონისძიებაზე მოხდა, სადაც რუსმა ტანმოვარჯიშემ ბრინჯაოს მედალი აიღო. ცერემონიალზე იგი უკრაინელ ოქროს მედალოსანს "Z" სიმბოლოს გამოსახულებიანი მაისურით დაუდგა გვერდით.
ტანვარჯიშის ეთიკის საბჭომ დაადგინა, რომ 20 წლის ახალგაზრდამ სპორტის მმართველი ორგანოს წესები დაარღვია.
კულიაკმა, ასევე, უნდა დააბრუნოს თავისი მედალი და საპრიზო თანხა. მას შეუძლია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.


