Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება"

18/05/2022 05:55:14 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.

"ომი გადადის გაჭიანურებულ ფაზაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხერსონის რეგიონში, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში დამპყრობლები აქტიურად ახორციელებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვაზე გადავიდნენ", - განაცხადა რეზნიკოვმა.

იგი აღნიშნავს, რომ უკრაინის საზღვართან ბელარუსი სამხედროები აქტიურ მანევრებს ახორციელებენ, რაც უკრაინის ჯარს იძულებულს ხდის, მოახდინოს რეზერვების მობილიზება იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვი მინსკს უკრაინაში შეჭრას აიძულებს.

მისი თქმით, გაჭიანურებული ომი, მათ შორის გლობალურ სასურსათო კრიზისს შექმნის.

„გაჭიანურებული ომი ქმნის გლობალური სასურსათო კრიზისის ისევე, როგორც კიდევ ერთი მიგრაციული კრიზისის რისკს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. არ უნდა მივცეთ რუსეთს კონფლიქტის გახანგრძლივების უფლება. ამიტომ ვართ ძალიან დაინტერესებული მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით. ჩვენ გვჭირდება ტანკები, ჯავშანტექნიკა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემები (MLRS, მძიმე არტილერია, თვითმფრინავი, რაკეტები). ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე", – აღნიშნა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S