Accentnews.ge
რუსეთმა თავის მოქალაქეებს ზემო ლარსით საქართველოში გასვლის შეზღუდვა მოუხსნა

რუსეთმა თავის მოქალაქეებს ზემო ლარსით საქართველოში გასვლის შეზღუდვა მოუხსნა

17/05/2022 20:43:24 პოლიტიკა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს საავტომობილო პუნქტების გავლით საქართველოში გასვლის კოვიდ-შეზღუდვას უუქმებს.

დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის სახელმწიფო საიტზე გამოქვეყნდა.

ამით ცვლილებები შევიდა 2020 წლის 27 მარტის განკარგულებაში, რომელიც დროებით ზღუდავდა მოძრაობას საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, საზღვაო და შერეული გამშვები პუნქტების კვეთით.

ბოლო დრომდე რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გასვლა სახმელეთო საზღვრით მხოლოდ დადასტურებული საფუძვლებით, მათ შორის საქართველოში სამსახურის ან ახლო ნათესავების ყოლის საფუძველზე შეეძლოთ, - იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S