Accentnews.ge
ზელენსკიმ კანის კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვის მიმართა

ზელენსკიმ კანის კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვის მიმართა

17/05/2022 20:26:55 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვის მიმართა.

ვიდეოჩართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩარლი ჩაპლინის ფილმი "დიდი დიქტატორი" ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა, ომის დროს უქმად არ იყვნენ.

"დროთა განმავლობაში სიძულვილი გაივლის და დიქტატორი მოკვდება", - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა ახალი ჩაპლინი, რათა დაამტკიცონ, რომ კინო არ არის მდუმარე.

მისი თქმით, უკრაინას არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ განაგრძოს ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის:

"დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში".

კანის კინოფესტივალზე პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას ოვაციები მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S