რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული უკრაინელი დამცველების დაკითხვას აპირებს
17/05/2022 18:56:52 მსოფლიო
მას შემდეგ, რაც მარიუპოლის „აზოვსტალიდან“ დამატებითი ჯგუფის გაყვანის შესახებ გახდა ცნობლი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა „აზოვის“ პოლკის სამხედრო მოსამსახურეების დაკითხვის გეგმის შესახებ, რომლებიც „აზოვსტალიდან“ რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მანამდე სახელმწიფო სათათბიროში გაკეთდა მოწოდებები, არ გადაეცათ უკრაინისთვის „აზოვის“ მებრძოლები, ხოლო 18 მაისს დეპუტატები განიხილავენ რეზოლუციის პროექტს, რომელიც კრძალავს „ნაცისტური დამნაშავეების გაცვლას“.
17 მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს „აზოვის“ პოლკის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარების და ქვეყანაში მისი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.
ერთი დღით ადრე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალიდან“ ათამდე ავტობუსი გავიდა, რომელშიც სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, თუმცა რაოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო. რუსული სახელმწიფო არხი RT იტყობინებოდა, რომ "დაახლოებით 300 ბოევიკმა" დატოვა ქარხანა, მათ შორის იყო დაახლოებით 50 დაჭრილი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული ძალების მიერ ბლოკირებული მარიუპოლიდან 53 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით დონეცკში, იელენოვკაში გადაიყვანეს, შემდგომში კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.
მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ "ქალაქ მარიუპოლის დამცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ".
მისი თქმით, 20 ათასამდე რუსი დამპყრობლის ჯგუფის შეკავების და ზაპოროჟიეში არ გაშვების, დონეცკის რეგიონში შემდგომი გაშვების, მათ შორის კიევიდან ძალების გაყვანის ჩათვლით ბრძანება შესრულებულია და ამიტომ, "მათ ახლა ახალი ბრძანება აქვთ - სიცოცხლის გადასარჩენად ისინი უკრაინას სჭირდება. ეს არის მთავარი":
"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით. შედეგად, ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულების ევაკუაცია ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება".
17 მაისს Reuters–მა გაავრცელა ცნობა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორია დამატებით სულ მცირე, შვიდმა ავტობუსმა დატოვა რუსული ძალების კონტროლის ქვეშ. ავტობუსში იმყოფებდნენ უკრაინელი დამცველები.
გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსებში მჯდომ ზოგიერთ უკრაინელ სამხედროს დაზიანების ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
Reuters-ის ჟურნალისტებს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად სად გადაჰყავდა უკრაინელი დამცველები.
ევაკუაციის პროცესს გამოეხმაურა „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი ანდრეი ბილეცკი და კომენტატორებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, 2-3 დღეში თავად გარნიზონი განაცხადებს ოპერაციის მიმდინარეობაზე.
„ბიჭები 82 დღე წარმოუდგენელ პირობებში იბრძოდნენ. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის, საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვების პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უნდა შევიდეს სამხედრო სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანაა, „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას არ ვავნოთ. ამიტომ, უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც აზრის გაზიარება სურს, თუ რა ხდება "აზოვსტალში", ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს, მთელ მსოფლიოს გაუზიაროს - თქვენთვის დაიტოვეთ. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , - წერს ბილეცკი „ტელეგრამ –არხზე“.


