ბაიდენი შვედეთის და ფინეთის ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლებს
17/05/2022 15:43:34 მსოფლიო
შვედეთის პრემიერ-მინისტრსა და ფინეთის პრეზიდენტს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ, 19 მაისს თეთრ სახლში უმასპინძლებს,– იუწყება CNN.
თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, ლიდერები სავარაუდოდ, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს, ევროპულ უსაფრთხოებასა და რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ.
ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"დემოკრატიამ გაიმარჯვა, მთელი გაზაფხული ფინეთის დემოკრატიის ტრიუმფი იყო". – თქვა ფინეთის პრეზიდენტმა და ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოსახლეობის მხარდაჭერას გაუსვი ხაზი.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.


