Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს კვლავ პოლიტიკური ზეწოლაში ადანაშაულებს

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს კვლავ პოლიტიკური ზეწოლაში ადანაშაულებს

17/05/2022 13:26:04 საზოგადოება

შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაზარალებული ბენეფიციარების ინტერესების დამცველი ჯგუფი, CS Victims ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Credit Suisse დადგენილი სტანდარტების დარღვევით, კვლავ აგრძელებს უარის თქმას გერნსის ტრასტის მეშვეობით საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მითითებების შესრულებაზე.

"11 და 14 აპრილს დამატებითი ინსტრუქციები გაიცა და მეურვემ კიდევ ერთხელ გადადო გადახდა ყოველგვარი სათანადო დასაბუთებისა და არგუმენტირებული განმარტების გარეშე. კლიენტი აგრძელებდა მეურვის შეკითხვებზე პასუხის გაცემას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის 29 აპრილის პასუხზე, თუმცა მეურვემ დაამყარა ახალი „ანტირეკორდი“ ტრასტის პირობებისა და ბენეფიციარების ძირითადი უფლებების დარღვევით", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მეურვე არასათანადოდ მას შემდეგ მოიქცა, რაც ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ CS Life-ის (Credit Suisse-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია) წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო და მას მოსარჩელისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაეკისრა. ისინი ელოდებიან, რომ სექტემბერში სინგაპურის სასამართლო სარჩელის განხილვას დაიწყებს, სადაც ბიძინა ივანიშვილი 800 მილიონ დოლარზე დავობს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წარმომადგენელი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

"ის ფაქტი, რომ Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანია Guernsey-მა ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, მიუთითებს ბანკის ქცევის მოდელზე, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საშუალება, შელახოს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია და უნდა, რომ ეს ასე იყოს კვალიფიცირებული. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვიკვირს ეს ქმედებები Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიასა და სასამართლო პროცესების გათვალისწინებით, რომელსაც კლიენტი აწარმოებს სხვადასხვა იურისდიქციაში. ექსტრაორდინარულად მიგვაჩნია, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს თავისი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. ეს დამატებითი შეფერხება ყოველგვარი საფუძვლისა და დამაჯერებელი მიზეზების გარეშე არ წარმოადგენს გამონაკლისს Credit Suisse-ის ქცევის მოდელში და კლიენტის უფლებების დარღვევა ბანკის ერთადერთი შეცდომა არ არის", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი.

იხილეთ ასევე: მმართველი გუნდი ივანიშვილის ფინანსების სადარაჯოზე: ახლოვდება სანქციები?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S