Accentnews.ge
ნატო–ს გენმდივნის მოადგილემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის გზები განიხილეს

ნატო–ს გენმდივნის მოადგილემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის გზები განიხილეს

17/05/2022 13:51:25 მსოფლიო

ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე ნატო–ს გენმდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის გზები განიხილეს.

ნატო–ს ცნობით, მხარეებმა კიევისთვის, მათ შორის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრას ვიდეო–კონფერენციის საშუალებით უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი შეუერთდა.

რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S