ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
17/05/2022 13:38:28 მსოფლიო
ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ფინეთის პარლამენტი ავრცელებს.
"პარლამენტი მხარს უჭერს ფინეთის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პარლამენტმა გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად, 188 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.


