Accentnews.ge
მედია – რუსეთში ახალ საბავშვო მოძრაობას აყალიბებენ

მედია – რუსეთში ახალ საბავშვო მოძრაობას აყალიბებენ

17/05/2022 12:53:18 მსოფლიო

საბჭოთა კავშირის პიონერების ორგანიზაციის შექმნიდან ასი წლისთავზე რუსეთში ახალ საბავშვო მოძრაობას აყალიბებენ, – იუწყება რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, ახალი ორგანიზაციის შექმნის შესახებ კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შესაძლოა, 19 მაისს წარედგინოს.

მოძრაობის შექმნის მიზეზად "ბავშვებსა და მოზარდებში პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების“ გაღვივება სახელდება.

პიონერები ბავშვთა კომუნისტური ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ვლადიმერ ლენინის სახელობის საკავშირო პიონერული ორგანიზაცია სსრკ-ში 1922 წლის 19 მაისს ჩამოყალიბდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S