
IPI გვარამიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
17/05/2022 12:17:43 საზოგადოება
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) შეშფოთებას გამოთქვამს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების გამო.
IPI მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან.
"IPI შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული კორუფციის ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან", - აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში.
16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.