
ბოლო 7 დღეში საქართველოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
17/05/2022 10:04:38 საზოგადოება
გასული ერთი კვირის (09.05 -15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 602 შემთხვევა, დაავადებისგან 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86 222, „პისიარ“ ტესტით – 11 403.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.62%.
წინა კვირის (02.05-08.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი, გარდაიცვალა რვა ადამიანი.