
ზელენსკიმ ტრამპის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
25/09/2019 08:50:26 სხვა, მსოფლიო
“ჩემზე ზეწოლა მხოლოდ ჩემი 6 წლის ვაჟს შეუძლია”,- ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ჟურნალისტის კითხვას, მართლა ახორციელებდა თუ არა მასზე ზეწოლას აშშ-ის რეზიდენტი ჯო ბაიდენთან დაკავშირებით.
ცნობისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიძიებდა ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეა, ეს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ფაქტია.
ტრამპმა სატეეფონო საუბარი დაადასტურა და დღს სტენოგრამის გამოქვეყნებას აპირებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.