შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა
17/05/2022 09:16:28 მსოფლიო
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა NATO-ში წევრობის განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს თქმით, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც შვედეთისთვის საუკეთესოა.
"არ ვიცით, რამდენი დრო დასჭირდება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ერთ წლამდე იქნება საჭირო", - თქვა მინისტრმა.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.


