ერევანში საპროტესტო აქციის 280-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
17/05/2022 08:32:00 მსოფლიო
სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამართალდამცავებმა დღეს დილით საპროტესტო აქციის 280-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
მანამდე სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთიდან“ იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის ფართომასშტაბიანი აქციები დღეს დილიდან განახლდებოდა.
მისი თქმით, დღეს საღამოს „საფრანგეთის მოედანზე“ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
შეგახსენებთ, ერევანში საპროტესტო აქციები, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით 25 აპრილიდან იმართება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობასა და განზრახვაში, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს.


