უკრაინის სასამართლომ მიხაილ ფრიდმანის აქტივები დააყადაღა
17/05/2022 07:04:38 მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ რუს მილიარდერ მიხაილ ფრიდმანის აქტივები დააყადაღა. საუბარია 12,4 მილიარდი გრივნას ღირებულების აქტივებზე, რაც 420 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ეს აქტივები „ალფა ბანკის“ უკრაინის ფილიალში ინახებოდა.
ინფორმაცია ფრიდმანის ფინანსური აქტივების დაყადაღების შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა.
მიხაილ ფრიდმანი, რომელიც მთელ მსოფლიოში არაერთ კომპანიას ფლობს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სასანქციო სიის ფიგურანტია.


