Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია 6 მიმართულებით"

უკრაინის გენშტაბი: "მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია 6 მიმართულებით"

17/05/2022 06:34:01 მსოფლიო

სევეროდონეცკის მიმართულებით, სიროტინეს დასახლებასთან, მოწინააღმდეგემ საბრძოლო მოქმედებების დროს დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მისი ცნობით, რუსეთი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთით და ძირითადი ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით აქვს ფოკუსირებული.

„ჩრდილოეთის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას. სუმის ოლქის ბილოკოპიტოვეს დასახლების ტერიტორიაზე მტერმა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნა. სლობოჟანსკის მიმართულებით, მტრის ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის შეკავებაზე. ხარკოვის მიმართულებით რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. სლოვიანსკის მიმართულებით რუსეთი ცდილობს, განაახლოს შეტევა. დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ნაღმტყორცნების, არტილერიის, სარაკეტო ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცხლის გახსნას და ავიაციის გამოყენებას. ლიმანის მიმართულებით, მოწინააღდეგე ახორციელებდა შეტევით ოპერაციებს დრობიშევის დასახლების ტერიტორიაზე", – აცხადებენ გენშტაბში.

მისი ცნობით, მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია ბახმუტის, ავდიივკას, ვისკრივას, კამიანკას, კურახივის და ვუჰლედარის მიმართულებებით.

„შავი ზღვის წყლებში, კუნძულ ზმეინის მახლობლად, დაფიქსირდა სამაშველო ოპერაციების ჩატარება რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ადგილზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S