"გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს"
16/05/2022 20:08:51 საზოგადოება
ფიზიკოსი გია დვალი “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ გვარამიას დაპატიმრება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის “კრიტიკულ მომენტში გამიზნული დარტყმაა”.
"სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას და "მთავარ არხს". ასევე, არანორმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, "ფორმულას", "ტვ პირველს", "კავკასიას" და დანარჩენებს. ასევე საქართველოში შეფარებულ რუსულ დევნილ არხებს, როგორიცაა "დოჟდი". გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს. ეს ქმედება ასევე წარმოადგენს გამიზნულ დარტყმას კრიტიკულ მომენტში, როცა ევროკავშირი ჩვენს საკითხს იხილავს რათა მაქსიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს", -აცხადებს გია დვალი.
16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.


