Accentnews.ge
"დღეს საქართველოში არსებობს კადიროვიზაციის საფრთხე, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტებს არ ემუქრება, ეს გავიაზროთ"

"დღეს საქართველოში არსებობს კადიროვიზაციის საფრთხე, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტებს არ ემუქრება, ეს გავიაზროთ"

16/05/2022 18:34:24 საზოგადოება

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ "დღეს საქართველოში კადიროვიზაციის საფრთხე არსებობს".

როგორც მან განაცხადა, "საქართველოს არც ერთი მთავრობის მმართველობის პერიოდში, არ ჰქონია კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის პირები საქართველოს დასავლეთისკენ მიუძღვებოდნენ თუ არა".

"დღეს ჩვენი ერთად ყოფნა არის ბრძოლის ახალი ფაზის გამოცხადება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი პროფესიული თავისუფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავრობასთან მქონია პრობლემები, არც ერთ ეტაპზე არ მქონია კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის პირები საქართველოს დასავლეთისკენ მიუძღვებოდნენ თუ არა. შევარდნაძის დროს ბოლოს და ბოლოს იყო ბაქო–ჯეიჰანი და ა.შ. აღარაფერს ვამბობ სააკაშვილზე, რომელთანაც ასევე სერიოზული პრობლემები გვქონდა დემოკრატიასთან, სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში, "იმედის" მთელმა ისტორიამ პირდაპირი გაგებით ჩვენს ზურგზე და ტყავზე გადაიარა, მაგრამ ერთი წუთით კითხვა არ გაგვჩენია, საქართველო მიდიოდა თუ არა დასავლეთის მიმართულებით. ის, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი ლანგარზე მიართმევდა რუსეთს საქართველოს, ამას ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით. დღეს ჩვენ ვდგავართ სწორედ ამ საფრთხის წინაშე. მინდა, უბრალო რიგითმა ადამიანებმა თავისთვის გაიზრონ, უბრალოდ გაიაზრონ რა მიჯნაზე ვართ – ეს არის რაშისტული რუსეთი. შეიძლება, ლუკაშენკოს მოდელი მოსანატრებელი გაგვიხდეს, საქართველოში არსებობს საფრთხე კადიროვიზაციის. ამ ტერმინს შემთხვევით არ ვახსენებ, რადგან 2021 წლის 5 ივლისს ჩვენ ამას უკვე შევეჯახეთ. როგორც დიდი რკინა, ისე მოგვხვდა თავში. კადიროვიზაცია არ ემუქრება მხოლოდ ჟურნალისტებს, ეს გავიაზროთ", – განაცხადა გიორგი თარგამაძემ 4 მედიასაშუალების საგანგებო ეთერში.

16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S