გიორგი გაბუნია "მთავარი არხის" ეთერში ბრუნდება
16/05/2022 18:22:04 საზოგადოება
"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი გაბუნია სატელევიზიო ეთერში ბრუნდება. ამის შესახებ "მთავარი არხის" ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა.
"გიორგი გაბუნია ბრუნდება სატელევიზიო ეთერში. ეს ჩვენი გუნდის მოთხოვნაა, ის დაბრუნდება, შეცვლის ნიკას, ის არის ჩვენი დირექტორი დღეიდან და ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენ არხზე დაბრუნდება ხალხისთვის", - აღნიშნა ეკა კვესიტაძემ.
მისი თქმით, გენერალური დირექტორის მოვალეობას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი შეასრულებს.


