"პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებას არ ვთხოვთ, თუმცა თუ ამას გააკეთებს, ვერ ავუკრძალავთ"
16/05/2022 17:08:55 საზოგადოება
"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეარხის დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ.
"პრეზიდენტმა შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება. არა ერთხელ მოხდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ იმ პოზიციას ვინარჩუნებთ, რა პოზიციაც გააჟღერა თვითონ ნიკა გვარამიამ, არ ვაპირებთ ამას გადავუხვიოთ. პრეზიდენტისგან არ ვითხოვთ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მას შესაწყალებელი არაფერი არ აქვს, თუმცა თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, ამას ვერ ავუკრძალავთ", – აცხადებს გაბუნია.
16 მაისს სასამართლომ ნიკა გვარამია 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.


