Accentnews.ge
პენტაგონის წარმომადგენელი: "უკრაინულმა ძალებმა რუსი ჯარისკაცები აიძულეს, რუსეთის საზღვრიდან 3–4კმ–ით უკან დაეხიათ"

პენტაგონის წარმომადგენელი: "უკრაინულმა ძალებმა რუსი ჯარისკაცები აიძულეს, რუსეთის საზღვრიდან 3–4კმ–ით უკან დაეხიათ"

16/05/2022 16:13:05 მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა, რომლებიც ქალაქ ხარკოვს იცავენ, აიძულეს რუსი ჯარისკაცები, რუსეთის საზღვრიდან 3–4კმ–ით უკან დაეხიათ, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონმა ხარკოვის ოლქში რუსი სამხედროები უკან დახია და რუსეთის საზღვრამდე მივიდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S