
ვატო წერეთელი: "5 ივლისს ასეთი მობილიზება რომ ყოფილიყო, ნიკა გვარამია დღეს ციხეში არ იქნებოდა"
16/05/2022 15:53:01 საზოგადოება
"5 ივლისს ასეთი მობილიზება რომ ყოფილიყო, ნიკა გვარამია ციხეში არ იქნებოდა", - ამის შესახებ ,,ტვ პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა.
მან მზადყოფნა გამოხატა, ,,ტვ პირველის" ეთერში განათავსოს ,,მთავარი არხის" ანგარიშის ნომერი, რათა მოხდეს ოპოზიციური ტელევიზიის ფინანსური დახმარება.
"კარგია ეს მობილიზება, მაგრამ 5 ივლისს ასეთი მობილიზება რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით. ნიკა გვარამია დღეს ციხეში არ იჯდებოდა. რაც შეეხება ,,მთავარ არხს", პირადად ვფიქრობ, ყველა დამოუკიდებელ არხს მოუჭერენ, ამიტომ ჩემი შემოთავაზება იქნება, პირადად მზად ვარ, არხზე თქვენი ანგარიშის ნომერი იყოს 24 საათი, რაც კი თანხა ჩაირიცხება, მოხმარდეს ყველაფერი თქვენს არხს, რომ თქვენ არ გქონდეთ ფინანსური პრობლემები", - განაცხადა ვატო წერეთელმა.
მისი თქმით, აუცილებელია, ოპოზიციურმა პარტიებმა და მოსახლეობამ მოახდინოს კოორდინაცია, დაიწყოს დიდი აქცია, რათა ჩვენმა ქვეყანამა "დემონზე გამარჯვება იზეიმოს":
"მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მინდა, საქართველოს გამარჯვება ვიზეიმო დასავლეთთან, ამერიკასთან, უკრაინასთან ერთად. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილები პუტინს საფლავში ჩაყვნენ. ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, უნდა იყოს ერთი დიდი აქცია , ერთი უბნიდან მეორეზე უნდა გადადიოდეს ხალხი და უნდა ზეიმობდეს დემონზე გამარჯვებას. დღეს ბევრი დისკუსიების დრო არ არის, ერთი ჩასუნთქვის დროა".