Accentnews.ge
პენტაგონის წარმომადგენელი: "რუსულმა ძალებმა ლვოვთან, სამხედრო ობიექტის მიმართულებით შორი დამიზნების რაკეტები გაუშვეს, ზიანი მინიმალურია"

პენტაგონის წარმომადგენელი: "რუსულმა ძალებმა ლვოვთან, სამხედრო ობიექტის მიმართულებით შორი დამიზნების რაკეტები გაუშვეს, ზიანი მინიმალურია"

16/05/2022 15:31:54 მსოფლიო

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ლვოვთან მდებარე იავორივის სამხედრო სასწავლო ობიექტის მიმართულებით შორი დამიზნების რაკეტები გაუშვეს, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.

მისი თქმით, დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანი მინიმალურია:

"როგორც ჩანს, დარტყმები სამხედრო ობიექტზე მიზანმიმართულად განხორციელდა. ჩვენი მონაცემებით, იერიშის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა".

რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S