Accentnews.ge
რუსეთი "აზოვსტალიდან" დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმებაზე იუწყება, უკრაინას რუსული ცნობა ჯერ–ჯერობით არ დაუდასტურებია

რუსეთი "აზოვსტალიდან" დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმებაზე იუწყება, უკრაინას რუსული ცნობა ჯერ–ჯერობით არ დაუდასტურებია

16/05/2022 15:15:18 მსოფლიო

რუსეთი "აზოვსტალიდან" დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმებაზე იუწყება, უკრაინას რუსული ცნობა ჯერ–ჯერობით არ დაუდასტურებია.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, მიაღწია შეთანხმებას უკრაინასთან "აზოვსტალის" ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის შესახებ. შეთანხმების პირობების თანახმად, ჯარისკაცები გადაყვანილნი იქნებიან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში.

უკრაინულ მხარეს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ დაუდასტურებია.

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.

რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S