Accentnews.ge
"უკრაინა შესაძლოა, ნატო-ს წევრი MAP-ის გარეშე გახდეს"

"უკრაინა შესაძლოა, ნატო-ს წევრი MAP-ის გარეშე გახდეს"

16/05/2022 14:42:17 მსოფლიო

უკრაინა შესაძლოა, ნატო-ს წევრი MAP-ის გარეშე გახდეს, - აცხადებს უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული ქრისტინა ქუინი.

როგორც მან «Европейская правда»-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, MAP-ი გაწევრიანების პროცედურის სავალდებულო ნაწილს არ წარმოადგენს.

ამასთან, ქუინის განმარტებით, აშშ ნატო-ს 30 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ ერთია და იგი მხოლოდ ამერიკის სახელით საუბრობს.

«ჩვენ ვაგრძელებთ ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერას, თუკი კიევს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა კვლავინდებურად ექნება. MAP-ი გაწევრიანების პროცედურის იურიდიულად სავალდებულო ნაწილი არასოდეს ყოფილა, მაშასადამე, უკრაინასაც, ისევე, როგორც შვედეთსა და ფინეთს, მის გარეშე შეუძლიათ ნატო-ში გაწევრიანება. და მე ამას შემოკლებულ პროცედურას არ დავარქმევდი: MAP-ი - ეს არის მექანიზმი, რომელიც ეხმარება სახელმწიფოებს წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დამაყოფილებაში და თუ რომელიმე სახელმწიფო უკვე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნების უმრავლესობას, MAP-ი მას აღარ სჭირდება», – განმარტა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S