
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, ინფლაციისა კი გაზარდა
25/09/2019 07:29:23 ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, ინფლაციისა კი გაზარდა.
ახალი ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდა 4.7% იქნება, 2020 წელს – 4.6 %. ორივე შემთხვევაში პროგნოზი, წინა ანგარიშთან შედარებით, 0.3 %–ით შემცირდა.
აზიის განვითარების ბანკი პროგნოზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებულ მოცულობას ასახელებს.
რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს, ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ინფლაციის დონე 4.3 % იქნება (წინა პროგნოზი – 3.2 %), 2020 წელს კი, 3.5 %(წინა პროგნოზი – 3 %).
ანგარიშის თანახმად, აზიის განვითარების ბანკმა გაზარდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები სომხეთისთვის ( 0.5%– ით) და აზერბაიჯანისთვის (0.1 %–ით).
საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა წელს ქვეყანაში 4.5% იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კი – 4.6 %–ია.