
ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში, ბათუმსა და გორში აქციები გამართეს
16/05/2022 11:20:52 საზოგადოება
ჟურნალისტებმა "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში, ბათუმსა და გორში აქციები გამართეს.
ჟურნალისტების თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო მოსამართლემ, არ არის სამართლიანი, ეს არის პოლიტიკური განაჩენი თავისუფლების წინააღმდეგ.
მათი განცხადებით, არ შეიძლება, განსხვავებული აზრის გამო ადამიანები ისჯებოდნენ.
ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.