
"მინდა, პატიება ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვთხოვე, მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის"
25/09/2019 03:12:29 ციტატა
"... მინდა, პატიება ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვთხოვე მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის! მაპატიეთ! ....ესეც გაივლის...“
ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.