Accentnews.ge
ომის 82–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 82–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

16/05/2022 09:04:49 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის 82 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით, 27 700 სამხედრო, 1228 ტანკი და 165 შვეულმფრენი დაკარგა.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 27 700 (+300 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1 228 (+8),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 974 (+16),
  • საარტილერიო სისტემები - 577 (+22),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 195,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 89,
  • თვითმფრინავი - 200,
  • ვერტმფრენები - 165 (+1),
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები– 2 101 (+14),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 427 (+11),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 42,
  • საკრუიზო რაკეტა 97 (+2).

აღინინა, რომ ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით განიცადეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონმა ხარკოვის ოლქში უკან დახია რუსი სამხედროები და რუსეთის საზღვრამდე მივიდა.

"მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! საზღვარზე ვართ!", - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S