Accentnews.ge
ჯანეზაშვილი: „ფაქტია, რომ ეს მედიაზე, ქვეყნის დემოკრატიაზე და განვითარებაზე ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს“

ჯანეზაშვილი: „ფაქტია, რომ ეს მედიაზე, ქვეყნის დემოკრატიაზე და განვითარებაზე ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს“

16/05/2022 08:08:45 საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, უფლებადამცველი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დღეს მოსამართლემ საზოგადოება დამოუკიდებლობაში ვერ დაარწმუნა. საუბარია „მთავარ არხის“ გენდირექტორის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზე. მას 3,6–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნაზი ჯანეზაშვილი შიშობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მედიაგარემოზე, დემოკრატიაზე მძიმე გავლენას მოახდენს.

„სამწუხაროა, რომ სასამართლომ დღესაც ვერ დაარწმუნა საზოგადოება იმაში, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად, პოლიტიკური გავლენების გარეშე მოქმედებდა. ფაქტია, რომ ეს მედიაზე ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიაზე, განვითარებაზე და ინდივიდუალურად იმ ადამიანზე, რომლის მიმართაც სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა. ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიზებულია და დაუჯერებელია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ვალდებულია, თუ მასთან იყო რაიმე ტიპის არასათანადო კომუნიკაცია განაჩენის გამოტანამდე, საქმის განხილვისას, ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აცნობოს, ვინაიდან დღეს საბჭო არის გავლენიანი მოსამართლეების ხელში, ვინაიდან მსგავსი პრეცედენტები (არასათანადო კომუნიკაციის შესახებ ისაუბრონ მოსამართლეებმა) საქართველოში არ გვაქვს, ვერ გავიგებთ, რა ხდებოდა განაჩენის გამოტანამდე. მაგრამ განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული, დამაჯერებელი, რომ საზოგადოება მოსამართლემ დამოუკიდებლობაში დაარწმუნოს, დღეს ასე არ მოხდა“,– განაცხადა ჯანეზაშვილმა თემის კომენტირებისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S