
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: „აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია მსოფლიოს პრაქტიკულად, ყველა ლიდერი, მაგრამ პუტინი თანხმობას არ იძლევა"
16/05/2022 06:26:13 ევროპა
„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანხმობას არ იძლევა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლება ბევრს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არის სამხედრო ოპერაცია და მისი დეტალების გამჟღავნება არ შეიძლება.
„ჩვენ შევძელით ამის გულწრფელად თქმა ახლობლებისთვის, რადგან მათ აქვთ ამის ცოდნის უფლება. შეთავაზებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში - „მოდით გავაკეთოთ ეს, მოდით გავაკეთოთ ის“- ფაქტობრივად, უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი არ გვაძლევს თანხმობას, რომ შევძლოთ ჩვენი დამცველების განთავისუფლება", - განმარტა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.