Accentnews.ge
ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს

ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს

14/05/2022 09:18:34 მსოფლიო

ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს, რადგან უკრაინაში რუსეთის ომის გამო, მსოფლიოში ფასები იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივი, ან თუ ინდოეთის მთავრობა ანიჭებს ექსპორტის ნებართვას ქვეყნებს, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზეა დამოკიდებული.

ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია და წარმოებული ხორბლის უმეტეს ნაწილს ქვეყნის შიგნით მოიხმარენ.

ინდოეთის მთავრობამ გადაწყვეტილების მიზეზად ხორბლის ფასების ზრდა და ინდოეთსა და მეზობელ მოწყვლად ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დაასახელა.

სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური კომპანიის, Gro Intelligence-ის მონაცემებით, უკრაინა და რუსეთი ერთად ხორბლის გლობალური წარმოების დაახლოებით 14%-ზე არიან პასუხისმგებელი.

ხორბლის ექსპორტი შავი ზღვის რეგიონიდან მას შემდეგ შემცირდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ცნობისთვის: საქართველოში ხორბალი ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა. ბოლო წლებში დაწესებული სატარიფო პოლიტიკის გამო, ქართველი მეწარმეები რუსეთიდან ხორბლის ნაცვლად, უკვე მზა ფქვილის იმპორტს ახორციელებდნენ. შედეგად, საქართველოში არსებული ხორბლის გადამამუშავებელი წისქვილების ნაწილი დაიხურა.

13 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S