Accentnews.ge
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები მსოფლიოს "აზოველების" გადარჩენას სთხოვენ

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები მსოფლიოს "აზოველების" გადარჩენას სთხოვენ

13/05/2022 18:10:40 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა: ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვეს, ყველა არსებული დიპლომატიურ რესურსით დაეხმარონ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩარჩენილი სამოქალაქო და სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში, რომელთა განადგურებას რუსეთი, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, „ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს“.

„რაშისტების ასეთი შემაძრწუნებელი სისასტიკე ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას მოკლებულია. ქალაქი მარიუპოლი თითქმის მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, რომელიც ახლა ცდილობს, თავისი დანაშაულის კვალი დამალოს. ქალაქის უკრაინელი ჯარისკაც-დამცველების არაჩვეულებრივმა გამბედაობამ და გმირობამ არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა. აზოვის ბატალიონი, ჩვენი საზღვაო ქვეითები, ჩვენი მესაზღვრეები უკვე შევიდნენ ისტორიაში, რადგან მათი სამხედრო წარმატება უპრეცედენტოა.

ისინი არიან ჩვენი ეროვნული გმირები, თავგანწირულები, მამაცები, პატრიოტები. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვსაუბრობთ თანაბარ და უთანასწორო ბრძოლაზე. მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება რუსების სისხლიანი შურისძიების და ანგარიშსწორების მცდელობა მათზე, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ ალყაში იყო მოქცეული, დაამარცხეს სულითა და ნებისყოფით“, — ნათქვამია უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტების ერთობლივ მიმართვაში.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთს შესთავაზა მარიუპოლის მცველების ევაკუაცია ბერდიანსკის პორტიდან იმ პირობით, რომ მებრძოლები ომის დამთავრებამდე დარჩებოდნენ თურქეთში და აღარ დაბრუნდებოდნენ საომარ მოქმედებებში.

ყირიმელი თათრების ლიდერ მუსტაფა ჯემილევის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ორი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა. ასევე, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალნი დაუკავშირდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, თუმცა სერგეი შოიგუმ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S