
არქტიკაში რუსეთის სამხედრო გემი ჩაიძირა
25/09/2019 04:02:54 სხვა, მსოფლიო
არქტიკაში რუსეთის სამხედრო გემს თავს ლომვეშაპი დაესხა და ჩაძირა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დედალი ლომვეშაპი საკუთარ ნაშიერებს იცავდა და თავდასხმაც ამ მიზანით განახორციელა.
თავდასხმის დროს ბორტზე "რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების" მკვლევრები და ექსპედიციის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი არ დაშავებულან და სანაპიროს უვნებლად მიაღწიეს და მუშაობას გააგრძელებენ.