Accentnews.ge
ნატო 9 ქვეყანაში ორი დიდი წვრთნის შესახებ იუწყება

ნატო 9 ქვეყანაში ორი დიდი წვრთნის შესახებ იუწყება

13/05/2022 14:20:01 მსოფლიო

ნატო 9 ქვეყანაში ორი დიდი წვრთნის შესახებ იუწყება.

ალიანსის ცნობით, ამჟამად პოლონეთსა და ალიანსის კიდევ 8 ქვეყანაში 2 სამხედრო წვრთნა "ევროპის დამცველი" და "სწრაფი რეაგირება" მიმდინარეობს.

მისი ცნობით, წვრთნებში 20 წევრი ქვეყნიდან დაახლოებით, 18 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

"მსგავსი წვრთნები აჩვენებს, რომ ნატო მზადაა, ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას ყველა მოკავშირე. ეს არის რეგულარული წვრთნები, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო დაგეგმილი. ნატო–ს წვრთნები არის თავდაცვითი, გამჭვირვალე და შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, –აცხადებს ნატო–ს პრეს–სპიკერი ოანა ლუნგესკუ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S